ძალადობრივი აქცია „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ

გაურკვეველი ვადით გადაიდო „ღირსების მარში“, რომლითაც დღეს „თბილისი პრაიდის“ კვირეული უნდა დასრულებულიყო.

დღეს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გამო ორგანიზატორებმა რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს. „თბილისი პრაიდი“ დედაქალაქის ცენტრში ძალადობრივი და აგრესიული მოქმედებების ხელშეწყობა-წაქეზებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და მომხდარზე მთელ პასუხისმგებლობას სწორედ მას აკისრებს. რუსთაველის გამზირი „მარშის“ მოწინააღმდეგეებმა დილიდან დაიკავეს. მედიაზე ძალადობამდე მათ ჯერ პარლამენტის წინ განთავსებული კარვები დაშალეს, მოგვიანებით კი „თბილისი პრაიდის“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისებს დაესხნენ თავს. მათი მომხრეები გამოჩნდნენ თბილისის სხვა წერტილებშიც. აგრესიული და ძალადობრივი ქმედებების შემდეგ „მარშის“ მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირზე იცეკვეს.

დატოვე კომენტარი