ვითარება რუსთაველის გამზირზე

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე სიმშვიდეა.

ძალადობრივი და აგრესიული ქმედებების, თავდასხმების და დევნის შემდეგ „მარშის“ მოწინააღმდეგეები ისევ პარლამენტის წინ იმყოფებიან და ამბობენ, რომ გამარჯვებას ზეიმობენ. პერიოდულად ისინი სხვადასხვა მუსიკალურ ნომერს წარმოადგენენ. საკანონმდებლო ორგანოსთან გადანაცვლებამდე „მარშის“ მოწინააღმდეგეები ქაშუეთის ეკლესიასთან სამშვიდობო პარაკლისს დაესწრნენ, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ გადაიხადა.