„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეების აქცია გრძელდება

პარლამენტის შენობასთან ე.წ. ღირსების მარშის მოწინააღმდეგეების აქცია გრძელდება. საკანონდებლო ორგანოსთან, მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება ბიზნესმენი ლევან ვასაძე. შეკრებილებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის, არ ჩატარდეს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული მსვლელობა და გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი.

პარლამენტის შენობასთან დღეს კვლავ გაგრძელდება ანტისაოკუპაციო აქცია. პროტესტის მონაწილეები შეკრებას პუშკინის სკვერში გეგმავენ, რის შემდეგაც პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.

რა ვითარებაა ამ წუთისთვის პარლამენტის შენობასთან, გენო ოსიყმაშვილი გვერთვება პირდაპირ ეთერში.

 

დატოვე კომენტარი