განცხადება ადამიანის უფლებათა სახლში

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი 5 ივლისის თავდასხმის ამსახველ ახალ ვიდეოჩანაწერს ავრცელებს და აცხადებს, რომ მათ ეპიზოდზე ბრალი ამ დრომდე წარდგენილი არავის აქვს. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მათ შენობაში მყოფ თანამშრომლებს და მოქალაქეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა „ღირსების მარშის“ აგრესიულად განწყობილმა, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა მიაყენეს. ადვოკატის ინფორმაციით, ცენტრმა მოითხოვა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, რაზეც პროკურატურაში უარი უთხრეს. ინტრესების დამცველის თქმით, მთავარი მოთხოვნა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და დამნაშავეების დასჯაა.