აქცია საელჩოებთან

„ღირსების მარშის“ ორგანიზებასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და აშშ საელჩოსთან აქციები გაიმართა.

პროტესტის მონაწილეებმა კარლ ჰარცელის სახელზე განცხადება შეიტანეს. ისინი ელჩის გადადგომას ითხოვენ. წერილი ჩააბარეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის სახელზეც. აქციის ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის თქმით, ისინი ქვეყანაში „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას არ დაუშვებენ.