„თბილისი პრაიდი“ დროებით გადაიდო. ინფორმაციას ორგანიზატორები ავრცელებენ. მიზეზი კი რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესები გახდა. განცხადებაში წერია, რომ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარში“ დროებით გადადებულია.
მსვლელობაში მონაწილეთა რეგისტრაცია კი გრძელდება და ღონისძიების ახალი თარიღი, ვითარების განმუხტვის შემდეგ გახდება ცნობილი. ასევე, ორგანიზატორები წერენ, – “შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ვერ მივცემთ ჩვენ თავს უფლებას, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში დაძაბულობის კიდევ უფრო ესკალირებას. ვიჩენთ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და ვმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.