სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

ცხრა რვის წინააღმდეგ – სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოში ისევ განსხვავებული პოლიტიკური ინტერპრეტაციის საგანი ხდება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ვანო მერაბიშვილის მიმართ 2017 წლის მარტში მიღებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. საქმე ეხება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის წინასწარ პატიმრობას და მისი საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტს. რვა თვის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას ევროპელი მოსამართლეები საქართველოდან გაგზავნილი სააპელაციო სარჩელის გამო მიუბრუნდნენ.

ქეთი ქაშაკაშვილი გვეტყვის, რა იცვლება დღევანდელი დადგენილებით ვანო მერაბიშვილისთვის.