მელიას სასამართლო

ნიკა მელიას საქმეზეც იმსჯელეს დღეს სასამართლოში. საუბარია მოსამართლისთვის წყლის შესხმის ეპიზოდებზე. მხარეებმა დასკვნითი სიტყვები თქვეს, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. მელიას განცხადებით, გააკეთა ის რაც ღირსების დასაცავად უნდა გაეკეთებინა. მისივე თქმით, ქმედებას არ ნანობს. მელიას ბრალად სასამართლოს უპატივცემულობა ედება, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით.

სასჯელი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.