7 ნოემბრის საქმე – სასამართლო პროცესი

18:35, 23.03.2026

7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო გაიმართა.

სხდომას ბრალდებულიც დაესწრო. ისაუბრა ილია მეორეზე და აღნიშნა, რომ პატრიარქი სიცოცხლის ბოლო წუთებში ყავდათ იზოლაციაში და მას აზრის გამოხატვის საშუალებას არ აძლევდნენ.
დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებები გამოიკვლიეს, დაიკითხა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ერთი მოწმე, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. აღნიშნული ბრალი სასჯელის ზომად ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე საქმეზე სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

მსგავსი