თავდაცვის ყოფილი მინისტრის სასამართლო პროცესი 

21:48, 08.12.2025

თავდაცვის ყოფილი მინისტრი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს. ჯუანშერ ბურჭულაძის დაცვის მოთხოვნა სასამართლომ არ გაიზიარა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. სიტყვით გამოვიდა ექს-მაღალჩინოსანიც. ბრალდებულის და მისი ადვოკატის მხრიდან შეცვლილ გარემოებად დასახელდა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, სპეციფიკური მკურნალობის კურსის გავლის საჭიროება და საქმეში პირდაპირი მტკიცებულებების არ არსებობდა. ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავებიან. პატიმრობაში დატოვეს ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე და ნათესავიც. ბურჭულაძეს, რომელიც თავდაცვის უწყებას 2021-24 წლებში ხელმძღვანელობდა, ესპანეთში ძვირადღირებულ მიწის ნაკვეთში გადახდილი თანხის წარმომავლობის დამალვას და თავდაცვის სამინისტროსთვის მაგნიტო-რეზონანსული აპარატის შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერის საქმეს ედავებიან.

მსგავსი