ევროპის საბჭო უცხოური ჩარევის წინააღმდეგ მუშაობას იწყებს
თბილისიდან სტრასბურგში გაგზავნილი მასალები.
ევროსაბჭო ორგანიზაციის წევრი ქვეყნებიდან უცხოურ ჩარევებზე და უცხოური ინფორმაციით მანიპულირებაზე ცნობების გაზიარებას სთხოვს. ჩამონათვალშია საქართველოც. იმ თემებს შორის, რომლებსაც ექსპერტთა შესაბამისი კომიტეტი იკვლევს, არის დეზინფორმაცია, არჩევნებში ჩარევის რისკები და სხვადასხვა ტექნოლოგიის ბოროტად გამოყენება. როგორც ირკვევა, ქართულმა მხარემ საპასუხო წერილი უკვე მოამზადა. ოფიციალური თბილისი ევროსაბჭოს ინფორმაციას აწვდის უცხო ძალების ჩარევის მზარდ საფრთხეებზე, მის წინააღმდეგ ქვეყანაში ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებზე და კონკრეტული კანონების მიღებაზე – მათ შორის ფინანსური გამჭვირვალობის კანონზე. ევროსაბჭოდან მიღებული თხოვნა საკუთარი პოზიციის გასამყარებლად კიდევ ერთი არგუმენტია მმართველი გუნდისთვის, რომელიც უცხო ძალების მიერ ქართულ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის და პოლიტიკური მიზნებისთვის კონკრეტული ჯგუფების დაფინანსების საკითხს სერიოზულ გამოწვევად აცხადებს.
რატომ დადგა ევროსაბჭოს დღის წესრიგში გარე ჩარევების საკითხი – მანანა დევაძე მუშაობდა თემაზე.