სტიქიის  ზონები საქართველოში

2015 წელს ვერეს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ აქტუალური გახადა პასუხი შეკითხვაზე: შეიძლებოდა თუ არა პრევენციული ღონისძიებების გატარებით მსხვერპლის თავიდან აცილება და მძიმე შედეგების მინიმუმამდე დაყვანა. მითუმეტეს, რომ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე საქართველოში სტიქიურად საშიში არაერთი ზონაა. სტიქიური უბედურების შემთხვევაში მძიმე შედეგების თავიდან აცილება ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. „მოამბე“ დღეს დაინტერესდა, რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები სტიქიით გამოწვეული ზიანის და რისკების შესამცირებლად.