სტიქია აჭარაში

სტიქიაა მაღალმთიან აჭარაშიც – ამ დრომდე ჩაკეტილია ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. ტრანსპორტი შემოვლითი გზით მოძრაობს. ცენტრალურ გზასა და სოფლებში ათეულობით ადგილზე მიწის მასაა ჩამოსული. უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სპეციალური ტექნიკა და საგანგებო შტაბი. მაღალმთიანი აჭარიდან 100-მდე ოჯახი უკვე გაყვანილია უსაფრთხო ადგილას. ტერიტორიას ხვალიდან უკვე გეოლოგები შეისწავლიან. ჯამში რამდენიმე ათეულ ადგილზეა ჩამოწოლილი მეწყერი. ხულოსა და ქედაში გუშინ სტიქიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.