სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში კომუნიკაციები აღდგენილია. ინტენსიური სამუშაოების შედეგად, სრულად გაიწმინდა საავტომობილო გზა, შესაბამისად, ტრანსპორტი ყოველგვარი შეზღუდვებისა და შეფერხების გარეშე გადაადგილდება. რაც შეეხება სოფლიდან გაყვანილ ოჯახებს, ისინი გეოლოგების დასკვნას ელოდებიან. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, დაბრუნდებიან თუ არა ადგილობრივები საკუთარ სახლებში.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქია 7 თებერვალს მოხდა, შედეგად ცხრა ადამიანია დაღუპული, მოქალაქეთა ნაწილს კი სტიქიის ზონის დატოვება მოუწიათ.

დღეს ბაღდათის საკათედრო ტაძრიდან უკანასკნელ გზაზე სტიქიის დროს დაღუპული სამი არასრულწლოვანი და მათი მამა გააცილეს.