სტიქია ხაშურის მუნიციპალიტეტში

მესამე დღეა ხაშურის ცენტრალური ქუჩები ისევ წყლითაა დაფარული. სტიქიის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები. წყლის ამოტუმბვა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

დატბორვა უხვი ნალექის შედეგად მდინარე შოვას ადიდებამ გამოიწვია.