სტიქია იმერეთში

სტიქიის კიდევ ერთი ზონაა ბაღდათი. სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერმა 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მძიმე ტექნიკა მუშაობას და ტერიტორიის გაწმენდას აგრძელებს. დილიდან ადგილზე იმყოფებიან „ენერგო „პრო -ჯორჯიასა“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ თანამშრომლებიც. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, 6-7 თებერვალს, რეგიონში 100-ზე მეტ ადგილზე დაფიქსირდა მეწყრული პროცესი. უსაფრთხოების მიზნით, ხუთი მუნიციპალიტეტიდან 35 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. სპეციალისტები კონკრეტულ ადგილებს შეისწავლიან და მხოლოდ უსაფრთხოების შესაბამისად დააბრუნებენ საკუთარ სახლებში.