სტიქია ვანის მუნიციპალიტეტში

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ვანში. მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, სოფელ ტობანიერში ცხრა ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. ისინი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ დააგუბა მდინარე ყუმურის კალაპოტი. ადგილზე გეოლოგები უკვე სამი დღეა მუშაობენ. ვანის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელში მეწყრული კერაა გააქტიურებული.