სტიქია საქართველოში

მაღალმთიან აჭარაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა.

დაღუპულია ორი ადამიანი. ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელია, რომელიც ქედის რაიონის სოფელ წონიარისში ჩამოწოლილმა მეწყერმა იმსხვერპლა. მისი სახლი მეწყერსაშიშ ზონაში იყო. ხულოს რაიონის სოფელ თხილვანაში კი ზვავის ჩამოწოლის შედეგად 60 წლის ქალი დაიღუპა. უამინდობის გამო ქედის რაიონში მეწყრული პროცესები ათეულობით ადგილზე განვითარდა. მათ შორის ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზეც. დიდთოვლობის გამო რაჭის ნაწილი გარესამყაროს მოწყდა. სტიქიას ებრძვიან სამეგრელოსა და იმერეთშიც. ზვავი ჩამოწვა მესტია-ჯვრის გზაზე. პრობლემები შეიქმნა აღმოსავლეთ საქართველოშიც. ხაშურში წყალდიდობაა.