სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები რეგიონებში

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მეოთხე დღე – საკუთარ სახლებში დაბრუნებას 150-მდე ოჯახი ელოდება. ტერიტორიას ახლა გეოლოგები სწავლობენ. პარალელურად, ბაღდათისა და ქედის მუნიციპალიტეტებში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს მძიმე ტექნიკა. ხდება დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდა, რის შემდეგაც ასფალტის საფარი დაიგება. 7 თებერვალს მომხდარმა სტიქიამ ორ მუნიციპალიტეტში 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გარდაცვლილთა ოჯახებს დღეს სამძიმარი გამოუცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ჯერ სოფელ ნერგეეთში, შემდეგ კი ქედაში ჩავიდა.

ირაკლი კობახიძე ადგილზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებსაც გაეცნო და განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო დაზარალებულებისთვის კომპენსაციებსა და დროებით თავშესაფრებს უზრუნველყოფს.