სტიქია ხაშურის მუნიციპალიტეტში

მეწყრული პროცესი განვითარდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთშიც. მთის ფერდობიდან ჩამოშლილმა მიწის მასამ რამდენიმე ოჯახს საფრთხე შეუქმნა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ საცხოვრებლების დატოვებისაკენ მოუწოდა. მანამდე კი, ბოლო დღეების განმავლობაში მოსული უხვი ნალექის გამო, მეწყრული პროცესი განვითარდა დაბა სურამშიც. ფერდობიდან მიწის ჩამოშლის შემდეგ, სპეციალისტების რეკომენდაციით, მოსახლეობა ტერიტორიიდან გაიყვანეს.

სურამში დილიდან გეოლოგთა ჯგუფი მუშაობს. ნინო ფისაძე ქვიშხეთიდან ბოლო ინფორმაციით.