საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი იმყოფება. სერჟ სარგსიანის დახვედრის ცერემონიალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში, სარგსიანი შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებთან გამართავს. ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. რამდენიმე წუთში ის და გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.
მარიამ ცარელაშვილი თემის დეტალებით.