სომხეთის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს

სომხეთის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. არმენ სარქისიანი ამ წუთებში პარლამენტში იმყოფება, სადაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ხვდება. განხილვის საკითხი, სავარაუდოდ, რეგიონული უსაფრთხოება, ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები იქნება. შეხვედრის შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტი თბილისში სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს.

მოამბე

დატოვე კომენტარი