პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სომხეთში

საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა იგეგმება. პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს მეზობელი ქვეყნების პირველმა პირებმა მიიღეს. ერევანში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მამუკა ბახტაძე კოლეგასთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლაზე შეთანხმდა. ამ მიზნით, წლის ბოლომდე ქართულ-სომხური მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაც გაიმართება.

სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე გაკეთდა აქცენტი სომხეთის პრეზიდენტთან აუდიენციის დროსაც.

შეხვედრებზე განხილვის თემა იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებიც.