სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი

სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. შეხვედრა გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე. განიხილეს თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში. იმსჯელეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც მშვიდობისა და სტაბილურობისთვის აუცილებელია.