სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისშია. არმენ სარქისიანი ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. სომხეთის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და სომხეთში  საქართველოს ელჩი დახვდნენ. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ცოტა ხანში ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც, სომეხ კოლეგას სალომე ზურაბიშვილი შეხვდება.

მოამბე