სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

კავკასიის რეგიონში შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება სომხეთის პრეზიდენტი.

ქართველ კოლეგასთან შეხვედრა დასრულდა. პრეზიდენტების საუბრის მთავარი თემა მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენები იყო. თავის მხრივ სალომე ზურაბიშვილმა არმენ სარქისიანს დაუდასტურა, რომ ვითარების განმუხტვისა და დიალოგისთვის შეთავაზებული პლატფორმა კვლავ ძალაში რჩება. საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ კოლეგას ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე სიტუაციაც გააცნო. ქართული მხარე ფიქრობს, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ორი მეზობლის ურთიერთობა ახალ დონეზე გადავა.