სოციალური დახმარების გადახედვის ახალი წესი 

სოციალური დახმარების პროგრამაში ცვლილებებია მოსალოდნელი.

სტატუსის გადამოწმების პერიოდში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ფულადი დახმარება მაინც ჩაერიცხებათ. იმის გამო, რომ სავალდებულო გადამოწმების პროცესი და კონკრეტული ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის ხელახლა შეფასება ხანგრძლივ პროცედურებს მოიცავს, ბენეფიციარებზე შემწეობის გაცემა რამდენიმე თვით ჩერდებოდა. ამ კუთხით პროგრამაში გამოვლენილ ხარვეზებს სპეციალური კვლევის ჩატარების შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოშიც აღიარებენ.