„ისწავლე და დასაქმდი“ – თბილისის მერიის პროგრამა გრძელდება. ახალი ნაკადის მისაღებად განაცხადების შევსება დღეიდან დაიწყო. პროგრამა განკუთვნილია დედაქალაქში რეგისტრირებულ და 16 წელს ზემოთ ნებისმიერ პირზე, რომლებიც სამუშაო ადგილებს ეძებენ. სიახლეა, რომ ასაკობრივმა ზღვარმა დაიწია. 2018 წლიდან მოქმედი პროგრამა ბენეფიციარების გადამზადებას, სხვადასხვა პროფესიის და ხელობის ათვისებას და დასაქმებაში დახმარებას გულისხმობს.
შვიდი წლის სტატისტიკის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში 2018 წლიდან 15 000-მდე მოქალაქე დასაქმდა.