დღეიდან ჩანაცვლებითი მკურნალობის ბენეფიციარები კერძო დაწესებულებების სერვისით ვეღარ ისარგებლებენ.
ნარკოდამოკიდებული მოქალაქეების მკურნალობა სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავიდა. კომერციული ინტერესი, პაციენტების გამოჯანმრთელებაზე ორიენტირებული მკურნალობის ნაცვლად – ეს იყო მთავარი არგუმენტი, რის გამოც კანონში ცვლილებები განხორციელდა. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პირი ორი და მეტი კერძო მომწოდებლის ბენეფიციარად იყო რეგისტრირებული. სხვადასხვა მავნე პრაქტიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებას ჯანდაცვის უწყება უახლოეს მომავალში აანონსებს. კიდევ ერთი ინიციატივა, რომელზედაც მთავრობა მუშაობს კერძო სექტორისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვას შეეხება. რეგულაცია მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება.
როგორ დაიწყო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ახალი ეტაპი – თეონა მაჭარაშვილი გიამბობთ.