მინისტრის შეხვედრა შინ მოვლის პროგრამის მონაწილეებთან 

18:27, 18.08.2025

იმერეთში, შინ მოვლის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პროგრამის ექიმებსა და სოციალურ მუშაკებს შეხვდა ჯანდაცვის მინისტრი. განიხილეს პროგრამის მიმდინარეობა, შედეგები და მისი შემდგომი განვითარების საკითხები. მიზანია, გაუმჯობესდეს მოსარგებლეთა ცხოვრების ხარისხი, თავიდან იქნეს აცილებული მათი ჰოსპიტალიზაცია და სახელმწიფო ზრუნვაში გადასვლა. გუნდში, რომელიც ბენეფიციარებს ემსახურება, შედიან ექიმი, ექთანი, მომვლელი და სოციალური მუშაკი.

მსგავსი