აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების პრობლემები

რა გამოწვევების წინაშე დგანან აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები საქართველოში?

სანამ სახელმწიფო პროგრამები ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, ყველა საჭირო და აუცილებელი თერაპია ბევრისთვის ფუფუნების საგანია. სერვისებზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებული პრობლემაა რეგიონებში. მაგალითად, ქცევის თერაპიის ხარჯებს ზოგიერთი მუნიციპალიტეტი საერთოდ არ ანაზღაურებს. ეს უკანასკნელი კი იმისთვის, რომ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებმა მომავალში დამოუკიდებლად შეძლონ ცხოვრება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით რთულდება სიტუაცია 18 წლის შემდეგ. სრულწლოვანებიდან ბენეფიციარებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ყველა სერვისი უწყდებათ.

ანუკი მასხარაშვილისა და გიორგი ბაზერაშვილის რეპორტაჟი.