მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა

ქუთაისში მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ბენეფიციარი, პროგრამის მომსახურების შენობის გარეუბანში გადატანას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ახალი ოფისი, რომელიც ავტოქარხანაში გადაიტანეს, ბენეფიციარებისთვის  მიუდგომელია, ვერ ახერხებენ მისვლას, არ მიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შენობაში არ არსებობს სამედიცინო სტანდარტები და არ არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის. პროგრამის ბენეფიციარის განცხადებით მან დახმარებისთვის უკვე მიმართა შესაბამის უწყებას, თუმცა უშედეგოდ.