შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში

18:48, 21.11.2024

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიისა და ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, განიხილეს პროგრამის განვითარების შესაძლებლობები. მინისტრმა ბენეფიციარებისა და სამედიცინო დარგის წარმომადგენლებისგან არსებული საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია. იმსჯელეს დაავადებების მკურნალობის გაფართოების შესაძლებლობებზე, ასევე – შესაბამისი კადრებისა და სპეციალისტების გადამზადებაზე. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ყველა გადაწყვეტილება ექსპერტებთან და სპეციალისტებთან ერთად, მშობლების აქტიური ჩართულობით იქნება მიღებული.

მსგავსი