თბილისში აუტიზმის პროგრამა გაფართოვდა
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების აბილიტაციის პროგრამა ფართოვდება.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით კომლექსური თერაპიის სერვისებით დამატებით 300 ბავშვი ისარგებლებს. პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც თითქმის 13 მილიონი ლარია, ბავშვებსა და მოზარდებზე მორგებული მინიმუმ ერთსაათიანი 20 სიანსისის დაფინანსებას ითვალისიწნებს. დაწყებიდან დღემდე პროგრამა მნიშვნელოვნად გაფართოვდა. გაზრდილია როგორც ბენეფიციართა, ისე სერვისები მიმწოდებელი ორგანიზაციების რაოდენობა. მიზანი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდაჭერაა.