ახალი პროგრამა გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის

სიახლეა გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის.

პროგრამაზე ხელმისაწვდომობა იზრდება. თბილისის და აჭარის შემდეგ უფასო სერვისები ყველა რეგიონში ამოქმედდება. ბენეფიციარები მთელი ქვეყნის მასშტაბით მედიკამენტებს და სხვადასხვა მომსახურებას უფასოდ მიიღებენ. სახელმწიფო შესაბამის დიაგნოსტიკურ და სხვა კვლევებსაც დააფინანსებს. პროგრამის გაფართოება წლების განმავლობაში პაციენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. მოქალაქეები გეოგრაფიული ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრობდნენ, რის გამოც ძვირადღირებულ სამკურნალო კურსზე ხელი არ მიუწვდებოდათ. შედეგად კი დაავადება სულ უფრო პროგრესირებდა.