ახალი ფონდი იშვიათი დაავადებების მხარდასაჭერად
საქართველოში შეიქმნა ახალი ფონდი, რომელიც მიზნად ისახავს იშვიათი დაავადებებისა და აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პაციენტებისთვის რეალური მხარდაჭერის გაწევას. ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ბენეფიციარების დროული და მიზნობრივი გადამისამართება სპეციალისტებთან, რომ სიმპტომები სწრაფად იქნეს იდენტიფიცირებული და შესაბამისი თერაპიები თუ მკურნალობა დროულად დაიწყოს. ფონდი, ერთის მხრივ, ეხმარება მშობლებს და ოჯახებს დიაგნოზის მიღების შემდეგ სწორი ნაბიჯების გადადგმაში, მეორეს მხრივ კი, ცდილობს ხელი შეუწყოს იმ სერვისების ხელმისაწვდომობას, რაც ამ ადამიანებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია —მათ შორის თერაპია, განათლება თუ სოციალური მხარდაჭერა.