„შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა

პარლამენტმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა. კანონი არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა შინაური ცხოველის მოვლის, ვაქცინაციის და გასეირნების წესების დაცვა. ასევე მუნიციპალური თავშესაფრების არსებობა, ცხოველთა გამრავლება და რეგისტრაცია.

პირველი მოსმენა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე გაიმართა. კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია, კანონის აღსრულების ვადამ  2020 წლის პირველი იანვრიდან პირველ მაისამდე გადაიწიოს. ასევე დაზუსტდეს, ვინ აწარმოებს რეესტრს. კანონი არ ვრცელდება ფერმერულ და გარეულ ცხოველებზე.