კოტე მაყაშვილის 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება პარლამენტში 

18:46, 28.11.2025

დიდი ქართველი საზოგადო  მოღვაწისა და პოეტის, გმირი მარო მაყაშვილის მამის, საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი თავმჯდომარის, კოტე მაყაშვილის 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას პარლამენტის რუსთაველის დარბაზში უმასპინძლეს და მას მწერლები, საზოგადო მოღვაწეები და პარლამენტარები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საიუბილეო ალბომი, რომელიც გამოიცა კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის თანადგომით.

მსგავსი