დედაენის დღე

18:05, 14.04.2026

დედაენის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში – შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში, ღონისძიება სახელწოდებით „დედა ენა – ჩვენი საგანძური“ გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს შალვა პაპუაშვილმა, მარიამ ლაშხმა, თამარ მახარაშვილმა და გიორგი ალიბეგაშვილმა. სპიკერებმა ისაუბრეს იმ ადამიანების ღვაწლზე, რომელთა ძალისხმევით 1978 წლის 14 აპრილს შენარჩუნდა სახელმწიფო ენა. მათ აღნიშნეს, რომ ეს იყო ეროვნული ღირებულებების საფუძვლის დაცვა. ასევე გაამახვილეს ყურადღება ქართული ენის დაცვისა და განვითარების მნიშვნელობაზე, როგორც ეროვნული იდენტობის უმნიშვნელოვანეს საფუძველზე. აღინიშნა იმ მოქალაქეების გმირობა და შეუპოვრობაც, რომლებმაც საბჭოთა კავშირს აიძულეს უკან დაეხია. ღონისძიებაზე არაერთხელ აღინიშნა, რომ 14 აპრილი არის თავგანწირვის დღე, როდესაც ქართველმა ერმა მშვიდობიანი მანიფესტაციით შეძლო საკუთარი ენისა და კულტურის შენარჩუნება. მოსწავლეებს, რომლებიც დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სერტიფიკატები გადაეცათ.

მსგავსი