პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში 

21:22, 03.02.2026

ხმაურიანი განცხადებების და ურთიერთბრალდებების ფონზე ჩაიარა პარლამენტის დღევანდელმა სხდომამ.

საერთაშორისო პარტნიორებისგან გაძლიერებული ზეწოლა, კრიტიკული შეფასებები, ბოლო პერიოდში ამოქმედებული და ასამოქმედებელი სადავო კანონები – დებატების დროს განსაკუთრებით გიორგი გახარიას პარტიის წევრები აქტიურობდნენ. დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა სურსათის, საწვავის და წამლების ფასების შესამცირებლად შექმნილი კომისია. ოპონენტებმა მაღალი ფასნამატის მთავარ მიზეზად სასურსათო ბაზარზე ხელოვნურად შექმნილი ბარიერები დაასახელეს და მმართველ გუნდს მწვავე სოციალური პრობლემის მოსაგვარებლად საკუთარი ალტერნატიული გეგმა წარუდგინეს. ცხარე კამათის მიზეზი გახდა სატელევიზიო ეთერში დებატების დაბრუნების ინიციატივაც. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ეუთო-ს წევრი ქვეყნების მიერ საქართველოს მიმართ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესასწავლად ექსპერტთა მისიის გამოგზავნის გადაწყვეტილებაც. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთა ტონი ცალკეული უცხოელი პარტნიორების მისამართით საკმაოდ მკაცრი იყო.

 

მსგავსი