საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაცია პარლამენტში
19 კითხვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს – მაკა ბოჭორიშვილი ინტერპელაციის წესით პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდმა დაიბარა.
არსებობს თუ არა კონკრეტული სამოქმედო გეგმა 2028 წლისთვის საქართველოს ევროკავშირის გასაწევრიანებლად, რა ნაბიჯებს დგამს ქართული მხარე ბრიუსელთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და რატომ შეჩერდა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები – ბრიუსელთან გაუარესებული ურთიერთოების გათვალისწინებით, ფრაქცია საქართველოსთვის წევრებმა განმარტებები მაკა ბოჭორიშვილისგან მოითხოვეს. ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი უწყების ხელმძღვანელმა ოპონენტებს პარლამენტის ტიბუნიდან შეახსენა, რომ მოლაპარაკებები არა საქართველომ, არამედ ბრიუსელმა შეაჩერა. ორმაგი სტანდარტები, შიდა პოლიტიკაში ჩარევის მცდელობები და უსამართლო დამოკიდებულება – ასე აფასებს მაკა ბოჭორიშვილი საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის პოლიტიკას. რაც შეეხება მიმდინარე წლის გაფართოების ანგარიშს, როგორც მინისტრის გამოსვლიდან გაირკვა, ქართული მხარე აქტიურად მუშაობს ევროკომისიისთვის წარსადგენ დოკუმენტაციაზე და იმედოვნებს, რომ ეს მოსაზრებები საბოლოო დოკუმენტში ამჯერად მაინც იქნება ასახული.