ხვალ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება, რომელზედაც კომისიის დასკვნის პროექტს დაამტკიცებენ.
სხდომა 11 საათზე გაიმართება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სხდომაზე განსახილველი საკითხია 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტის თაობაზე მსჯელობა და დამტკიცება.