ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

21:32, 29.10.2025

უწყება, რომლის ყოფილი ხელმძღვანელობის მიმართ ბოლო პერიოდში არაერთი კითხვა გაჩნდა, მასთან დაკავშირებული კომპანიებისა და ფონდების საქმიანობას კი გამოძიება სწავლობს.

პარლამენტში ინტერპელაციის წესით ინფრასტრუქტურის მინისტრი დაიბარეს. როგორია მიმდინარე წლის აპრილში დანიშნული მინისტრის ძირითადი პრიორიტეტები და სად რჩება მთავარი გამოწვევები – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა რევაზ სოხაძეს 68 კითხვით მიმართეს. მინისტრმა უწყების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გაჭიანურებული პროექტები და ტენდერები დაასახელა. გამოწვევის მოსაგვარებლად დაანონსდა სატენდერო პოლიტიკის ძირეული ცვლილებაც. გამოიკვეთა ძირითადი პრიორიტეტიც, სხვადასხვა პროექტების უხარისხოდ და ვადაგადაცილებით შესრულების თავიდან ასაცილებლად, მინისტრმა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ევროპული პრაქტიკით ხელმძღვანელობის პირობა დადო. მოხსენების შემდეგ გაიმართა პოლიტიკური დებატები, ინფრასტრუქტურის მინისტრის   მისამართით საკმაოდ მწვავე  იყო გახარიას პარტიის შეფასებები.

მსგავსი