შეხვედრა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან

15:15, 23.08.2019

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა და არასრულწლოვანთა მიერ ან მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულებები. ამ მიმართულებებზე ისაუბრეს შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

სისხლის სამართლის საქმეებზე ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის მომზადდა მონიტორინგის განხორციელების ინსტრუქცია და მეთოდოლოგია. შეხვედრაზე აღინიშნა სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა და აუცილებლობა.

მსგავსი