მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან რვა მოქალაქე გააძევა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ ორ თვეში, გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჯამურმა მაჩვენებელმა 544 პირი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიღებული სტატისტიკური შედეგი 346 %-იან ზრდას წარმოადგენს. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის ჯამური მონაცემებით ქვეყანა დატოვა 1306-მა უცხოელმა, რომლებსაც დარღვეული ჰქონდათ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადები. მათ სხვადასხვა რაოდენობის ფულადი ჯარიმა დაეკისრათ და ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალათ, ერთიდან სამ წლამდე ვადით.