საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში
რვაწლიანი პაუზის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ისევ ზურაბ პატარიძე ბრუნდება.
კონსულტაციების საფუძველზე დღეს პრეზიდენტმა ვაკანტურ თანამდებობაზე აზერბაიჯანში საქართველოს მოქმედი ელჩის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც ამ პოსტს ერთხელ 2016-18 წლებში უკვე იკავებდა. სწორედ ეს ფაქტორი და რეგიონში იმ პერიოდში განხორციელებული პროექტები დასახელდა გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ მიზეზად. პატარიძის წინამორბედ სულხან თამაზაშვილს კი დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში თანამშრომლებთან პირველი შეხვედრა ჰქონდა.
ახალი თანამდებობის დასაკავებლად ემზადება სუს-ის ყოფილი უფროსიც. მამუკა მდინარაძეს სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინაცია დაევალება. ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნის არგუმენტად უსაფრთხოების გაზრდილი გამოწვევები სახელდება. ამ კონტექსტში იხსენებენ 4 ოქტომბრის მოვლენებსაც. სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება, ამიტომ ახლა პროცესი პარლამენტში ინაცვლებს. დეპუტატებმა უნდა დაამტკიცოს სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის პოსტზე წარდგენილი გეკა გელაძეც, რომლის ხელმძღვანელობა შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს პრემიერმა უწყებისთვის გამორჩეულად წარმატებულ პერიოდად შეაფასა.