შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

12:12, 05.04.2026

სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე, აფგან სადიგოვი თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო. მას სახდელის სახით, 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა, საქართველოდან გაძევება და 3 წლით ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა შეეფარდა. სასამართლომ გაითვალისწინა შსს-ს წარმომადგენლების პოზიცია და მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ აღნიშნულმა პირმა 62-ჯერ დაარღვია ადმინისტრაციული წესი, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესები, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა. გარდა ამისა, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, მოსამართლემ გაითვალისწინა აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ინფორმაცია, აფგან სადიგოვის შესახებ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით.

მსგავსი