დაკავება მაღაზიის ძარცვის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გვიან ღამით უკანონოდ შეაღწია ხაშურში მდებარე ელექტროტექნიკის მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მობილურ ტელეფონებს, ლეპტოპს, სხვა ელექტრომოწყობილობებსა და სალაროში არსებულ თანხას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციის მიერ ნაქურდალი ნივთები სრულადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.