გახსნილი დანაშაული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთ პირს და ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.