შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1974 წელს დაბადებული პირი ბათუმში დააკავეს. დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, მძიმე დანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.